ესპანეთის პოლიციამ აშშ-ის ფედერალურ ბიუროსთან ერთად გაჩხრიკეს და დააკავეს იახტა Tango, რომელიც სანქცირებული ოქლიგარქის ვიქტორ ვექსელბერგს ეკუთვნის, რომლსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირი აქვს. ამის შესახებ Associated Press წერს.
გამოცემის ცნობით, ოლიგარქის იახტა პალმა-დე-მალიორკას პორტში დააკავეს. მეგა იახტის სიგრძე 78 მეტრია, კუკის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს და მისი სავარაუდო ფასი $120 მილიონია.
ვიქტორ ვექსელბერგი Renova Group-ის ხელმძღვანელია. კონგლომერატი დაკავებულია ლითონების მოპოვებითა და ტექნოლოგიებით. ასევე ფლობს სხვა აქტივებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო რუსი მაღალჩინოსნები და მილარდერები აქტივების გადამალვას ცდილობენ.
ვლადიმერ პუტინის იახტა გერმანიის პორტიდან მოულოდნელად გასვლისას დააფიქსირეს. გერმანული გაზეთი Bild-ი წერს, რომ სანქციების შიშის გამო, იახტა კალინგრადში განთავსდა.
იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელეს.
მათივე ცნობით, იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის.
17 მარტს ესპანეთში დააკავეს იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ამის შესახებ Reuters წერს.
29 მარტს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსი ოლიგარქის სუპერიახტის დაყადაღების ბრძანება პირველად გასცა. 38 მილიონი ფუნტის ღირებულების იახტა Phi-ის მფლობელი ოლიგარქის სახელი ცნობილი არ არის.
2022 წლის დასაწყისიდან, რუსეთში 22 უმდიდრესი ბიზნესმენის ქონება 1-ელი აპრილის მონაცემებით, Bloomberg Billionaires Index-ით $50 მილიარდით შემცირდა და $229,47 მილიარდი შეადგინა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის